Monday, April 11, 2016

მეცხრე დღე-ტრენინგის რეფლექსია

  ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი იყო. ცხრა დღის განმავლობაში ვისწავლეთ პროექტებით სწავლების დანერგვა სასწავლო პროცესში. ვისწავლე მოსწავლისთვის როგორ გავხადო სასწავლო პროცესი სახალისო,ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. როგორ  ვასწავლო ბავშვებს მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება და ისტის მიზანმიმართული გამოყენება.
    დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისათვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს საქაღალდე

Thursday, April 7, 2016

მერვე დღე

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლის პრინციპები,როგორ უნდა შევურჩიოთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს.ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Monday, April 4, 2016

მეშვიდე დღე

 ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით. დღეს განვიხილეთ პროექტის შეფასების სტრატეგიები. შევადგინეთ მოსწავლის შეფასების ფორმები.მომეწონა შეფასების ბიბლიოთეკა,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ.

Wednesday, March 30, 2016

მეექვსე დღე

  დღეს შევისწავლეთ სასწავლო ნიმუშის შექმნა ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შეფასება. ასევე ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება და საავტორო უფლებების დაცვა.

Monday, March 28, 2016

მეხუთე დღე

  დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.ვისწავლე მასწავლებლის პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე ატვირთვა.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია